მსოფლიო ჩემპიონატზე ესტაფეტა ქალებში ნორვეგიამ, კაცებში კი საფრანგეთმა მოიგო - ბიატლონი
მსოფლიო ჩემპიონატზე ესტაფეტა ქალებში ნორვეგიამ, კაცებში კი საფრანგეთმა მოიგო - ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე და ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე გაიმართა.

ქალების რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გერმანიის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი უკრაინელმა ბიატლონისტებმა მოიპოვეს.

მამაკაცთა ესტაფეტაზე, როგორც მოსალოდნელი იყო სამი ნაკრების დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. დრამატული რბოლის გამარჯვებული კი საფრანგეთის ძლიერი ნაკრები გახდა. მეორე ადგილზე ნორვეგიის ეროვნული გუნდი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი გერმანიამ მოიპოვა.

დღეს, 23 თებერვალს, ანტერსელვაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე და მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი