მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე 100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

ვარლამ ლიპარტელიანს,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი მედალი აქვს (3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს) მოპოვებული, ამჯერადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ტურნირზე იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ლიპარტელიანის მეტოქე კი ნიდერლანდელ – სიმეონე კატარინასა და ავსტრიელ – აარონ ფარას შორის გამარჯვებული იქნება.

ილია სულამანიძისთვის მსოფლიოს პირველობა სადებიუტოა. ქართველი განთესილი არ არის და იგი პირველ ეტაპზე თურქ მეტოქეს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.