მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებს #1TVSPORT

ტაშკენტში დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ჩვენი ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. გუშინ ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გამოვლინდა. მსოფლიო პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, რამდენიმე წუთში პირველ დაპირისპირებას ჩაატარებს ლუხუმ ჩხვიმიანი. ქართველმა პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდება.

ტურნირზე დღეს მედლები 60კგ-ში მამაკაცებში და 48კგ-ში ქალებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
ტურნირის განრიგი:
6 ოქტომბერი: -48კგ, -60კგ

7 ოქტომბერი: -52კგ, -66კგ

8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ

9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ

11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ

12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ

13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.