მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლიპარტელიანი და სულამანიძე იასპარეზებენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლიპარტელიანი და სულამანიძე იასპარეზებენ #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე იასპარეზებენ.

ლიპარტელიანი მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინისა და ხორვატი ზლატკო კუმრიჩის შეხვედრაში გამარჯვებულთან იჭიდავებს, ხოლო ამავე წონაში გამომსვლელი მეორე ქართველის, ილია სულამანიძის მოწინააღმდეგე გერმანელი დანიელ ჰერბსტი ან ხორვატი მარკო კუმრიჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90კგ) დაიკავეს.