მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლებისთვის ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძოლებენ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მე-2 წრიდან იჭიდავებს და მისი მეტოქე შვეიცარიელი ნილს სტამპი იქნება.

ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს. ქართველი მეორე ეტაპზე ჩინელ ქი საისა და სერბ მარისა პერიშიჩის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ დღეებში იასპარეზებენ:

ვაჟები:ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ტურნირის განრიგი:

9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.