მსოფლიო ჩემპიონატს ჩხვიმიანი გამოაკლდა, ნაკრებში ორი ცვლილებაა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატს ჩხვიმიანი გამოაკლდა, ნაკრებში ორი ცვლილებაა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქი 6-13 ივნისს ძიუდოში მსოფლიო პირველობას უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ადრე გამოცხადებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა.

მსოფლიო ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად კი ტურნირზე ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე:

კაცები

-60 კგ. – თემურ ნოზაძე

-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

-81 კგ. – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ, – ვარლამ ლიპარტელიანი,

+100 კგ. – გელა ზაალიშვილი

ქალები

-52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ. – მარიამ ჭანტურია

+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი

დატოვე კომენტარი