მსოფლიო ჩემპიონატისთვის იაპონიის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა #1TVSPORT
იაპონიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში ვერ მოხვდა „ბრაიტონის“ ფეხბურთელი კაურუ მიტომა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის გასული ტურის მატჩში ტრავმა მიიღო.
მეკარეები: ზიონ სუზუკი („პარმა“), კეისუკე ოსაკო („სანფრეჩე ჰიროშიმა“), ტომოკი ჰაიაკავა („კაშიმა ანტლერსი“).
მცველები: ჰიროკი იტო („ბაიერნი“), კო იტაკურა („აიაქსი“), ტაკეჰირო ტომიიასუ („აიაქსი“), ცუიოში ვატანაბე („ფეიენორდი“), იუკინარი სუგავარა („ვერდერი“), შოგო ტანიგუჩი („სენტ-ტრუიდენი“), აიუმუ სეკო („ლე ავრი“), ჯუნოსუკე სუზუკი („კოპენჰაგენი“), იუტო ნაგატომო („ტოკიო“).
ნახევარმცველები: ვატარუ ენდო („ლივერპული“), კაიშუ სანო („მაინცი“), დაიჩი კამადა („კრისტალ პალასი“), აო ტანაკა („ლიდს იუნაიტედი“), ჯუნია იტო („გენკი“).
თავდამსხმელები: ტაკეფუსა კუბო („რეალ სოსიედადი“), რიცუ დოანი („აინტრახტი“), კეიტო ნაკამურა („რეიმსი“), დაიზენ მაედა („სელტიკი“), აიასე უედა („ფეიენორდი“), კოკი ოგავა („ნეიმეგენი“), კეისუკე გოტო („სენტ-ტრუიდენი“), კენტო შიოგაი („ვოლფსბურგი“), იუიტო სუზუკი („ფრაიბურგი“).
იაპონიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს – მისი მეტოქეები ნიდერლანდები, ტუნისი და შვედეთი იქნებიან.