მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში მოხვდა რომელუ ლუკაკუც, რომელმაც ტრავმის გამო მიმდინარე საკლუბო სეზონის უდიდესი ნაწილი გამოტოვა.
მეკარეები: ტიბო კურტუა („რეალ მადრიდი“), მაიკ პენდერსი („სტრასბურგი“), სენე ლამენსი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
მცველები: არტურ ტეატე („აინტრახტ ფრანკფურტი“), ბრანდონ მეხელე („კლუბ ბრიუგე“), ნათან ნგოი („ლილი“), კონი დე ვინტერი („მილანი“), ზენო დებასტი („სპორტინგი“), მაქსიმ დე კუიპერი („ბრაიტონი“), ხოაკინ სეისი („კლუბ ბრიუგე“), ტომა მუნიე („ლილი“), ტიმოთი კასტანი („ფულემი“)
ნახევარმცველები: ნიკოლას რასკინი („რეინჯერსი“), აქსელ ვიტსელი („ჟირონა“), ჰანს ვანაკენი („კლუბ ბრიუგე“), კევინ დე ბრუინი („ნაპოლი“), იური ტილემანსი („ასტონ ვილა“), ამადუ ონანა („ასტონ ვილა“)
თავდამსხმელები: ალექსის საელემაკერსი („მილანი“), ჟერემი დოკუ („მანჩესტერ სიტი“), შარლ დე კეტელარე („ატალანტა“), მატის ფერნანდეს-პარდო („ლილი“), რომელუ ლუკაკუ („ნაპოლი“), დოდი ლუკებაკიო („ბენფიკა“), დიეგო მორეირა („სტრასბურგი“), ლეანდრო ტროსარდი („არსენალი“)
ბელგიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში ითამაშებს – მისი მეტოქეები ეგვიპტე, ირანი და ახალი ზელანდია იქნებიან.