მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბელგიამ ამხანაგურ მატჩში ეგვიპტესთან წააგო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბელგიამ ამხანაგურ მატჩში ეგვიპტესთან წააგო #1TVSPORT

ქუვეითში გაიმართა ამხანაგური მატჩი ბელგიასა და ეგვიპტეს ნაკრებებს შორის. ეგვიპტემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, 2:1 მოიგო.

ანგარიში 33-ე წუთზე მოსტაფა მოჰამედმა გახსნა, 46-ე წუთზე კი ტრეზეგემ მოჰამედ სალაჰის გადაცემით ორამდე გაზარდა ანგარიში. ბელგიამ ერთი საპასუხო გოლი 76-ე წუთზე გაიტანა. თავი ლოი ოპენდამ გამოიჩინა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ბელგია პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ ჩაატარებს.