მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | ისლანდიის ნაკრებთან მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | ისლანდიის ნაკრებთან მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე საათ-ნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენის“ კარი 18:30 საათიდან გაიხსნება.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები, რომელთა ფასიც განსაზღვრულია 15 ლარიდან  60 ლარამდე.

მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30-ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი –35, 45 და 60-ლარიანი ბილეთები.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი.

gbf.ge