მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ფეხბურთში | საქართველოს ნაკრების ჯგუფში ესპანეთმა ბულგარეთს მოუგო #1TVSPORT

01:04, 05.09.2025

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთი 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ესპანეთმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი შედეგი პირველივე ტაიმში განსაზღვრა. მე-5 წუთზე ანგარიში ოიარსაბალმა გახსნა, სტუმართა უპირატესობა 30-ე წუთზე კუკურელიამ გაზარდა, ხოლო 38-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მერინომ დააფიქსირა.

პირველი ტურის შემდეგ ესპანეთი 3 ქულით პირველ ადგილზეა და ბურთების სხვაობით ასწრებს თურქეთს, რომელმაც თბილისში საქართველოსთან 3:2 მოიგო. მეორე ტურში საქართველო შინ ბულგარეთს მიიღებს, ხოლო ესპანეთი თურქეთს ესტუმრება.

მსგავსი