მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში | ესპანეთმა თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა – საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა #1TVSPORT
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, თურქეთის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა კონიას „ბუიუქშეჰირის“ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში პედრის გოლითა და მიკელ მერინოს დუბლით მოიპოვა – 3:0.
მეორე ტაიმში ესპანელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – ამჯერად თავი ჯერ ფერან ტორესმა გამოიჩინა, მერე მერინომ ჰეთთრიკი შეასრულა, ხოლო ბოლოს პედრიმ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ესპანეთი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოსა და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით მეორე ადგილზე „ჯვაროსნები“ არიან.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
| 1 | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 9:0 | 6 |
| 2 | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 5:3 | 3 |
| 3 | თურქეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:8 | 3 |
| 4 | ბულგარეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:6 | 0 |