მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია - არგენტინა 1:1 ისლანდია (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „D“ ჯგუფის პირველ შეხვედრაში არგენტინა ისლანდიას დაუპირისპირდა და მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

ანგარიში მე-19 წუთზე კუნ აგუერომ გახსნა. არგენტინელმა თავდამსხმელმა საჯარიმოში მიღებული ბურთი კარგად დაამუშავა და პირდაპირ ცხრიანში გაუშვა.

ისლანდიელებმა ანგარიში ოთხიოდ წუთში გაათანაბრეს. არგენტინელმა მცველებმა ზედიზედ რამდენჯერმე შესცოდეს, ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს და ისლანდიელთა იერიში ფინბოგასონმა დააგვირგვინა – 1:1.

სამხრეთ ამერიკელებიმთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. მესის გუნდისთვის გამარჯვების მოტანა 64-ე წუთზე შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა. მისი დარტყმული ჰანეს ჰალდორსონმა მოიგერია, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„D“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატია და ნიგერია დაუპირისპირდებიან.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

 

დატოვე კომენტარი