მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მსხვერპლი - თავგატეხილი და გაქურდული ფანები
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მსხვერპლი - თავგატეხილი და გაქურდული ფანები

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ფრანგი და ბრაზილიელი ტურისტები დაზარალდნენ.

რამდენიმე რუსულმა ვებგვერდმა დაწერა, რომ სანქტ-პეტერბურგში ფრანგი გულშემატკივარი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა, რომელსაც არ მოეწონა მგზავრის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა და საჭირო თანხა ძალის გამოყენებით მიიღო. ნაცემი 38 წლის ფრანგი საავადმყოფოში მიიყვანეს თავის ქალის მოტეხილობით, დაზიანებული ცხვირითა და სახით.

იმავე დღეს დაზარალდა კიდევ ერთი ტურისტი საფრანგეთიდან. დილის 05:00 საათზე მას ტელეფონი და 5 500 მანეთი წაართვა ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა უცნობმა მამაკაცმა.

მოსკოვში გაქურდეს ფეხბურთის გულშემატკივარი ბრაზილიიდან. პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მას დოკუმენტებისა და ჯიბეებიდან სხვა ნივთების ჩვენება მოსთხოვა. გულშემატკივარმა პასპორტი და 2000 დოლარი გადასცა. როცა „შემოწმება“ დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელს 1400 დოლარი აკლდა.