მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ ყველაზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება, მეორე „ატლეტიკოა“, მესამე – „არსენალი“ #1TVSPORT

18:58, 13.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატს ოთხი ნაკრები შემორჩა და საინტერესოა, კლუბების მიხედვით ნახევარფინალისტებს შორის კლუბებს როგორი წარმომადგენლობა აქვთ.

„ბარსელონას“ ყველაზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება ნახევარფინალში – 10. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ მოთამაშეს კატალონური კლუბიდან ესპანეთის ნაკრებში ვხედავთ: ლამინ იამალი, პედრი, ფერან ტორესი, პაუ კუბარსი, დანი ოლმო, გავი, ერიკ გარსია და ჟოან გარსია. გარდა ამისა, ჟიულ კუნდე თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში და ენტონი გორდონი – ინგლისში.

ცხრა ფეხბურთელი ეყოლება ნახევარფინალურ სტადიაზე „ატლეტიკოს“. ისინი ორ ნაკრებში არიან გადანაწილებულნი: ესპანეთი – მარკ პუბილი, მარკოს ლორენტე, ალექს ბაენა და ალეხანდრო გრიმალდო; არგენტინა – ხულიან ალვარესი, ტიაგო ალმადა, ნაუელ მოლინა, ხუან მუსო და ჯულიანო სიმეონე.

მესამე ადგილზეა „არსენალი“ რვა ფეხბურთელით. აქედან ოთხი თამაშობს ინგლისის ნაკრებში – დეკლან რაისი, ბუკაიო საკა, ნონი მადუეკე და ებერეჩი ეზე; სამი ესპანეთში – მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი და დავიდ რაია; ერთი საფრანგეთში – ვილიამ სალიბა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს „პარი სენ-ჟერმენს“ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ექვსი ფეხბურთელი შემორჩა: უსმან დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, ლუკას ერნანდესი და უორენ ზაირ-ემერი საფრანგეთის ნაკრებიდან, აგრეთვე ფაბიან რუისი ესპანეთიდან.

ასევე ექვსი ფეხბურთელია ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტიდან“. ინგლისის ნაკრებში თამაშობენ მარკ გეჰი, ჯონ სტოუნზი, ნიკო ო’რაილი და ჯეიმს ტრაფორდი; ესპანეთში – როდრი და საფრანგეთში – რაიან შერკი.

დაბოლოს, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი ეყოლება ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ და მათგან ერთი თამაშობს ესპანეთის ნაკრებში – მარკ კუკურელია. კილიან მბაპე, ორელიენ ჩუამენი და იბრაჰიმა კონატე საფრანგეთის ნაკრებში არიან, ჯუდ ბელინგემი – ინგლისის ნაკრებში.

მსგავსი