მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ამხანაგურ მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან #1TVSPORT

14:36, 29.05.2026

ქართველი მსაჯები 30 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ამხანაგურ შეხვედრას მოემსახურებიან, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდიისა ​და კურასაოს ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის მოვალეობას ბაქარ ბრეგაძე შეასრულებს.​ ვიდეორეფერი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ხოლო მის ასისტენტად ჯენერი ხორავა იმუშავებს.

შოტლანდიისა და კურასაოს ეროვნული ნაკრებების მატჩი გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი