მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს ბექაური და მაისურაძე იჭიდავებენ #1TVSPORT

00:17, 10.10.2022

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობის მეხუთე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე (ორივე-90კგ) იბრძოლებენ.

ბექაური მეორე რაუნდიდან იასპარეზებს, სადაც ავსტრალიელი ჰარისონ კასარისა და იაპონელი კოსუკე მაშიამას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველ წრეს ლუკა მაისურაძეც გამოტოვებს. მისი მეტოქე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვისა და ესტონელი მატიას კუუსიკის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც 81კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

მსგავსი