მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის მზადება დაწყებულია - ქალთა ნაკრებს კორონავირუსის გამო კალენდარი შეუცვალეს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის მზადება დაწყებულია - ქალთა ნაკრებს კორონავირუსის გამო კალენდარი შეუცვალეს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყება. თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩვენს გუნდს 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. თუმცა, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო და საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთთან გამართავს.

მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის გიორგი ჩხაიძის გუნდი თბილისში ემზადება. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა შვედეთთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელი მიიწვია.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა, ნინო სუთიძე (ორივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), მაია ბებია, ანი აკობიძე (ორივე – ნიკე, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე (სამივე – ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (სამივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 სექტემბერს გეტებორგის „გამლა ულევზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.