მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში რუსეთი საუდის არაბეთს შეხვდება
MOSCOW, RUSSIA - JUNE 13: A general view of the Luzhniki Stadium ahead of the 2018 FIFA World Cup opening match between Russia and Saudi Arabia on June 13, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Carlos Cuin/Jam Media/Getty Images)
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მასპინძელი რუსეთი საუდის არაბეთს „A“ ჯგუფის პირველ შეხვედრაში, „ლუჟნიკი სთედიუმზე“ დაუპირისპირდება.
ფავორიტად რუსეთი მიიჩნევა, თუმცა სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ზაფხულის ტურნირის წინ კარგ ფორმაში არ იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მასპინძლები ბრაზილიას და საფრანგეთს შეხვდნენ და ორივე შეხვედრა დათმეს.
მასპინძლებს აუცილებლად დაეხმარება ის, რომ მათი მეტოქე საუდის არაბეთია, რადგან „მწვანე არწივები“ ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მონაწილედ ითვლებიან და მათთან მოპოვებული გამარჯვება შესაძლოა უმნიშვნელოვანესი გამოდგეს. „A“ ჯგუფში პირველი მატჩის მონაწილე გუნდების გარდა ურუგვაი და ეგვიპტე ასპარეზობენ.
რუსეთი და საუდის არაბეთი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს შეხვედრიან ერთმანეთს და ის მატჩი რუსებმა 4:2 დათმეს.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატს წარმოგიდგენთ პირველი არხი!
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება ერთდროულად, პარალელური რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ მეორე არხზე.