მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტები - არგენტინა დაწინაურების შემდეგ მესამედ დამარცხდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტები - არგენტინა დაწინაურების შემდეგ მესამედ დამარცხდა #1TVSPORT

საუდის არაბეთი დიდი სიურპრიზის ავტორი გახდა, არგენტინას 2:1 მოუგო და ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლიონენ მესის გუნდი მატჩის პირველ ნაწილში დომინირებდა და დაწინაურდა, საბოლოოდ ქულაც ვერ მოიპოვა.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ მესამედ დამარცხდა მას შემდეგ, როდესაც თამაშში დაწინაურდა. 1930 წლიდან დღემდე, როდესაც არგენტინა პირველ გოლს იტანდა, როგორც წესი, უპირატესობას იცავდა და ქულას მაინც ინარჩუნებდა.

არგენტინა პირველად 1934 წელს დამარცხდა, როდესაც მერვედფინალში ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ შვედებთან 2:3 წააგო. მეორედ არგენტინის ნაკრებს მსგავსი რამ 1958 წელს შეემთხვა: დასავლეთ გერმანიასთან მატჩში გუნდი მე-3 წუთზე 1:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სამივე მარცხის დროს არგენტინამ ანგარიში მატჩის პირველ მეოთხედში გახსნა.