მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 18 დღით ადრე ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 18 დღით ადრე ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო #1TVSPORT

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ შინ 6:4 დაამარცხა „ფილადელფია უნიონი“.

მასპინძელთა კაპიტანი ლიონელ მესი, რომელმაც შეხვედრაში ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, 73-ე წუთზე შეცვალეს. არგენტინელი მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა.

სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ მესიმ მინდორი ტრავმის გამო დატოვა – ფორვარდმა შეცვლა მარცხენა ბარძაყის არეში დისკომფორტის გამო მოითხოვა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება. არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე ალჟირთან, ავსტრიასა და იორდანიასთან ითამაშებს.