მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფის პირველი მატჩი გამართა. მეოთხედფინალში გასვლისთვის ქართველებმა ხორვატიის ნაკრებთან ითამაშეს და 7:13 დამარცხდნენ.

მეოთხედფინალის საგზური ხორვატებს დარჩათ. ისინი სერბეთს დაუპირიპირდებიან. საქართველოს ნაკრები კი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობს.

ჩვენს გუნდს მეტად ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ უწევდა თამაში, ხორვატებს 2012 წლის ოლიმპიადა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ მოგებული.

პირველ მეოთხედში გუნდების კლასში სხვაობა ნაკლებად იგრძნობიდა, ადრიატიკის ზღვისპირელებმა 4:3 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი დაცვაში თამაში ერთი-ორად გაამკაცრეს და საქართველოს ნაკრებს გოლების გატანა ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტად სწორედ ხორვატიასთან გაუჭირდა. მეოთხე პერიოდში ანგარიშში სხვაობა ორმაგი გახდა (6:12), რაც იმას ნიშნავდა, რომ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე გავიდა.

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მატჩი 29 ივლისს გაიმართება.

 

საქართველო 7:13 ხორვატია


2:3, 2:4, 0:3, 3:3

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე) – ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, სარიჩი (1), იმნაიშვილი, ვაპენსკი (2), ბარალდი (1), ვასიჩი (2).