მსოფლიო ჩემპიონატი | სადიო მანე ვან დაიკის წინააღმდეგ - A ჯგუფის გუნდების წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT 
მსოფლიო ჩემპიონატი | სადიო მანე ვან დაიკის წინააღმდეგ - A ჯგუფის გუნდების წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT 

20 ნოემბრიდან ყატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. 8 ქვეჯგუფში გადანაწილებული 32 გუნდი მსოფლიოს საუკეთესოს ტიტულისთვის იწყებს ბრძოლას.

A ჯგუფში მასპინძელი ყატარის ნაკრებთან ერთად ითამაშებენ ეკვადორის, სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები.

დღეიდან ჯგუფების მიხედვით მოკლედ წარმოგიდგენთ მუნდიალის მონაწილეებს.

 

ყატარის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი და ტურნირის ერთ-ერთი გუნდი-გამოცანაა. ნაკრები, ძირითადად,  ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

 

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე

ყატარი მუნდიალის დებიუტანტია. სხვა მიღწევებიდან 2019 წელს აზიის თასის მოგებაა გამოსარჩევი.

 

გზა ყატარამდე

ჩემპიონატის მასპინძელი, მუნდიალზე შესარჩევი ტურნირის გავლის გარეშე მოხვდა.

 

მწვრთნელი

ყატარის ნაკრებს 46 წლის ესპანელი სპეციალისტი ფელიქს სანჩეს ბასი წვრთნის. იგი ყატარში დიდი ხანია მუშაობს, ნაკრებს კი სათავეში 2017 წელს ჩაუდგა.

 

20.11.2022  20:00          ყატარი – ეკვადორი

25.11.2022  17:00           ყატარი – სენეგალი

29.11.2022  19:00           ნიდერლანდები – ყატარი

 

მეკარეები
1. საად ალ შეები 32 75/0 ალ-სადი
21. იუსეფ ჰასანი 26 7/0 ალ-გარაფა
22. მეშაალ ბარშამი 24 13/0 ალ-სადი
მცველები
2. რო-რო 32 79/1 ალ-სადი
4. მოჰამედ ვაადი 23 20/0 ალ-სადი
5. ტარეკ სალმანი 24 58/0 ალ-სადი
13. მუსაბ ხედერი 29 29/0 ალ-სადი
14. ჰომამ აჰმედი 23 27/2 ალ-გარაფა
15. ბასამ ალ-რავი 24 53/2 ალ-დუჰაილი
16. ბუალემ ხუხი 32 100/20 ალ-სადი
17. ისმაელ მოჰამადი 32 68/4 ალ-დუჰაილი
ნახევარმცველები
3. აბდელქარიმ ჰასანი 29 125/15 ალ-სადი
6. აბდულაზიზ ჰათემი 32 98/11 ალ-რაიანი
8. ალი ასადალა 29 58/12 ალ-სადი
10. ჰასან ალ-ჰაიდოსი (კ) 31 165/34 ალ-სადი
12. ქარიმ ბუდიაფი 32 111/5 ალ-დუჰაილი
20. სალემ ალ-ჰაჯრი 26 19/0 ალ-სადი
23. ასიმ მადიბო 26 43/0 ალ-დუჰაილი
25. იასემ გაბერი 20 0/0 ალ-არაბი
26. მოსტაფა მეშაალი 21 0/0 ალ-სადი
ფორვარდები
7. აჰმედ ალაელდინი 29 46/1 ალ-გარაფა
9. მოჰამედ მუნტარი 28 47/13 ალ-დუჰაილი
11. აქრამ აფიფი 26 86/26 ალ-სადი
18. ხალიდ მუნირი 24 2/0 ალ-ვაკრა
19. ალმოეზ ალი 26 76/39 ალ-დუჰაილი
24. ნაიფ ალ-ჰადრამი 21 1/0 ალ-რაიანი

მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი (ესპანეთი)

 

ეკვადორი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ თამაშობს.

 

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე

2006 წელს ეკვადორის ნაკრები 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა.

 

გზა ყატარამდე

კონმებოლის ზონის შესარჩვ ტურნირში ეკვადორმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირდაპირ გავიდა მუნდიალზე.

მწვრთნელი

ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 59 წლის არგენტინელი გუსტავო ალფაროა. მას მწვრთნელად მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს. ალფარო ეკვადორში 2020 წელს დაინიშნა, მანამდე არგენტინაში მუშაობდა.

 

20.11.2022  20:00           ყატარი – ეკვადორი

25.11.2022  20:00           ნიდერლანდები – ეკვადორი

29.11.2022  19:00           ეკვადორი – სენეგალი

 

მეკარეები
1. ერნან გალინდესი 35 12/0 აუკასი
12. მოისეს რამირესი 22 2/0 ინდეპენდიენტე
22. ალექსანდერ დომინგესი 35 68/0 ლდუ კიტო
მცველები
2. ფელიქს ტორესი 25 17/2 სანტოს ლაგუნა (მექ)
3. პიერო ინკაპიე 20 21/1 ლევერკუზენი (გერ)
4. რობერტ არბოლედა 31 33/2 სან პაულუ (ბრა)
6. ვილიამ პაჩო 21 0/0 ანტვერპენი (ბელ)
7. პერვის ესტუპინიანი 24 28/3 ბრაიტონი (ინგ)
14. ხავიერ არეაგა 28 18/1 სიეტლი (აშშ)
17. ანხელო პრესიადო 24 25/0 გენკი (ბელ)
18. დიეგო პალასიოსი 23 12/0 ლოს ანჯელესი (აშშ)
25. ჯექსონ პოროსო 22 5/0 ტრუა (საფ)
ნახევარმცველები
5. ხოსე სიფუენტესი 23 11/0 ლოს ანჯელესი (აშშ)
8. კარლოს გრუესო 27 45/1 აუგსბურგი (გერ)
15. ანხელ მენა 34 46/7 ლეონი (მექ)
16. ჯერემი სარმიენტო 20 9/0 ბრაიტონი (ინგ)
19. გონსალო პლატა 22 30/5 ვალიადოლიდი (ესპ)
20. სებას მენდესი 25 32/0 ლოს ანჯელესი (აშშ)
21. ალან ფრანკო 24 25/1 ტალიერესი (არგ)
23. მოისეს კაისედო 21 25/2 ბრაიტონი (ინგ)
ფორვარდები
9. აირტონ პრესიადო 28 25/3 სანტოს ლაგუნა (მექ)
10. რომარიო იბარა 28 25/3 პაჩუკა (მექ)
11. მაიკლ ესტრადა 26 35/8 კრუს ასული (მექ)
13. ენერ ვალენსია (კ) 33 74/35 ფენერბაჰჩე (თურ)
24. ჯორკაეფ რეასკო 23 4/0 ნიუელსი (არგ)
26. კევინ როდრიგესი 22 1/0 იმბარურა

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო (არგენტინა)

სენეგალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში კი მესამედ ითამაშებს.

 

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე.

2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალის ნაკრები მეოთხედფინალში თურექთის ნაკრებთან დამატებით დროში დამარცხდა.

 

გზა ყატარამდე

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალი პლეი ოფის შედეგად მოხვდა, სადაც ორმატჩიან დაპირისპირებაში მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს აჯობა. სენეგალისა და ეგვიპტის შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით დასრულდა 1:0, საბოლოოდ სენეგალმა ეგვიპტეს თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა.

მწვრთნელი

2015 წლიდან სენეგალის ნაკრების ალისუ სისე წვრთნის. ის ადრე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში. სისე სენეგალის ნაკრებთან ერთად ორჯერ აფრიკის თასის ფინალში გავიდა და ერთხელ ეს ტიტული მოიგო.

 

21.11.2022  20:00           სენეგალი – ნიდერლანდები

25.11.2022  17:00           ყატარი – სენეგალი

29.11.2022  19:00           ეკვადორი – სენეგალი

 

მეკარეები
1. ედუარ მენდი 30 25/0 ჩელსი (ინგ)
23. სენი დიენგი 27 4/0 ქუინზ პარკი (ინგ)
26. ალფრედ გომისი 29 14/0 რენი (საფ)
მცველები
2. ისმაილ ჯეიკობსი 23 1/0 მონაკო (საფ)
3. კალიდუ კულიბალი (კ) 31 63/0 ჩელსი (ინგ)
4. აბდუ დიალო 26 18/2 ლაიპციგი (გერ)
7. იუსუფ საბალი 29 24/0 ბეტისი (ესპ)
11. ფორმოზ მენდი 21 1/0 ამიენი (საფ)
12. პაპე აბუ სისე 27 12/1 ოლიმპიაკოსი (საბ)
14. მუსტაფა ნამე 27 6/0 პაფოსი (კვიპ)
22. ფოდე ბალო-ტურე 25 14/0 მილანი (იტა)
ნახევარმცველები
5. იდრისა გეიე 33 95/7 ევერტონი (ინგ)
6. ნამპალი მენდი 30 18/0 ლესტერი (ინგ)
8. შეიხუ კუიატე 32 82/4 ნოტინგემი (ინგ)
13. პაპე გეიე 23 11/0 მარსელი (საფ)
15. კრეპინ დიატა 23 25/2 მონაკო (საფ)
16. პატე სისი 28 1/0 რაიო ვალეკანო (ესპ)
17. პაპე მატარ სარი 20 8/0 ტოტენჰემი (ინგ)
24. მამადუ ლუმი 25 4/0 რედინგი (ინგ)
ფორვარდები
9. ილიმან ნდიაიე 22 1/0 შეფილდი (ინგ)
18. ისმაილა სარი 24 47/10 უოტფორდი (ინგ)
19. ფამარა დიედიუ 29 24/10 ალანია (თურ)
20. ბამბა დიენგი 22 12/2 მარსელი (საფ)
21. ბულაიე დია 26 18/3 სალერნიტანა (იტა)
25. ნიკოლა ჯექსონი 21 0/0 ვილიარეალი (ესპ)

მწვრთნელი: ალიუ სისე

 

ნიდერლანდებისთვის მომავალი მუნდიალი მე-11 იქნება ისტორიაში.

 

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე

ნიდერლანდების ნაკრები სამჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში, მაგრამ ტიტული ვერ მოიგო. ბოლოს მათ ფინალში 2010 წელს ითამაშეს და ესპანეთის ნაკრებთან დამატებით დროში დამარცხდნენ.

 

როგორ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე

ნიდერლანდების ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფში 10-დან 7 თამაში მოიგო და პირდაპირ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

მწვრთნელი

ნიდერლანდების ნაკრებს სათავეში ლუი ვან გაალი უდგას. ეს სპეციალისტი ნაკრებში მესამედ მუშაობს. 2010 წელს ნიდერლანდებმა მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

21.11.2022  20:00           სენეგალი – ნიდერლანდები

25.11.2022  20:00           ნიდერლანდები – ეკვადორი

29.11.2022  19:00           ნიდერლანდები – ყატარი

 

მეკარეები
1. რემკო პასვეერი 39 2/0 აიაქსი
13. ჯასტინ ბეილო 24 6/0 ფეიენოორდი
23. ანდრის ნოპერტი 28 0/0 ჰერენვეენი
მცველები
2. იურიენ ტიმბერი 21 10/0 აიაქსი
3. მატის დე ლიგტი 23 38/2 ბაიერნი (გერ)
4. ვირჯილ ვან დეიკი (კ) 31 49/6 ლივერპული (ინგ)
5. ნათან აკე 27 29/3 მანჩესტერ სიტი (ინგ)
6. სტეფან დე ვრეი 30 59/3 ინტერი (იტა)
16. ტაირელ მალასია 23 6/0 მანჩესტერ იუნ (ინგ)
17. დელეი ბლინდი 32 94/2 აიაქსი
22. დენზელ დუმფრიზი 26 37/5 ინტერი (იტა)
26. ჯერემი ფრიმპონგი 21 0/0 ლევერკუზენი (გერ)
ნახევარმცველები
11. სტივენ ბერგჰუისი 30 39/2 აიაქსი
14. დავი კლაასენი 29 35/9 აიაქსი
15. მარტენ დე რონი 31 30/0 ატალანტა (იტა)
20. ტეუნ კოპმაინერსი 24 10/1 ატალანტა (იტა)
21. ფრენკი დე იონგი 25 45/1 ბარსელონა (ესპ)
24. კენეტ ტეილორი 20 2/0 აიაქსი
25. ჩავი სიმონსი 19 0/0 ეინდჰოვენი
ფორვარდები
7. სტივენ ბერგვეინი 25 24/7 აიაქსი
8. კოდი გაკპო 23 9/3 ეინდჰოვენი
9. ლუკ დე იონგი 32 38/8 ეინდჰოვენი
10. მემფის დეპაი 28 81/42 ბარსელონა (ესპ)
12. ნოა ლანგი 23 5/1 ბრიუგე (ბელ)
18. ვინსენტ იანსენი 28 20/7 ანტვერპენი (ბელ)
19. ვოუტ ვეგჰორსტი 30 15/3 ბეშიქთაში (თურ)

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი