მსოფლიო ჩემპიონატი | მაროკოს ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპის მორიგ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
შეხვედრაში ანგარიში ნიდერლანდელებმა გახსნეს – კუმანის გუნდი 72-ე წუთზე კოდი გაკპომ დააწინაურა. აფრიკულმა ნაკრებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს, 90+1-ე წუთზე აღადგინა. გოლი მცველის, ისა დიოპის ანგარიშზეა – 1:1.
დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში უკეთესები მაროკოელები აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ მაროკომ ბოლო ორ მუნდიალზე, პლეიოფში მესამე ევროპულ ნაკრებს სძლია – 2022 წელს, კატარში აფრიკელებმა ესპანეთსა და პორტუგალიას მოუგეს.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოს მეტოქე კანადა იქნება, შეხვედრა 4 ივლისს შედგება.