მსოფლიო ჩემპიონატი კაცების მას-სტარტით დასრულდა - ბიატლონი
მსოფლიო ჩემპიონატი კაცების მას-სტარტით დასრულდა - ბიატლონი

იტალიურ ქალაქ ანტერსელვაში მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში კაცების მას-სტარტით დასრულდა.

15 კილომეტრიანი რბოლა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო, მეორე ადგილზე ფრანგი ქვენტინ ფილონ მაიე გავიდა, მესამე ასევე საფრანგეთის წარმომადგენელმა, ემილიენ ჟაკლინმა დაიკავა.

გუშინ ასევე მას-სტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელშიც ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა იმარჯვა. ვერცხლის მედალი იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი შვედმა ჰანა ოებერგმა დაიკავა.

დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი 788 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს იტალიელი დოროტეა ვირერი 719 ქულით იკავებს.

დატოვე კომენტარი