მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში | ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამა წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ პროგრამაში ნიკა ეგაძემ წარმოადგინა.

მან მოკლე პროგრამა შეასრულა, მსაჯებისგან 78.84 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა.

ეგაძე თავისუფალ პროგრამას 28 მარტს წარადგენს. შეჯიბრება 15:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.