მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში | ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამით იციგურავა და 39 გამომსვლელს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.
ეგაძემ 90,39 ქულა დაიმსახურა და ამ შეფასებით მან თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც 29 მარტს თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე დაიწყება.
ეგაძეზე წინ ილია მალინინი (აშშ, 110, 41), იუმა კაგიამა (იაპონია, 107.09), მიხაილ შაიდოროვი (ყაზახეთი, 94.77), კევინ აიმოზი (საფრანგეთი, 93.63) და შან სატო (იაპონია, 91.26) არიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, 28 მარტს, ღამის 02:15 საათიდან სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გამოვლენ, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ 71,68 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.
პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.