მსოფლიო ჩემპიონატი - ფიფა-ს ერთ-ერთი პარტნიორი უჩივის #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი - ფიფა-ს ერთ-ერთი პარტნიორი უჩივის #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე ლუდის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილების გამო „ბუდვაიზერიფიფა-ს უჩივის.

საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე ლუდის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება „ბუდვაიზერისთვის“ უფრო დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ვიდრე გულშემატკივრებისთვის. მსოფლიოში ცნობილმა ლუდსახარშმა კომპანიამ დიდი ფული დახარჯა ღონისძიების სპონსორი და ექსკლუზიური მიმწოდებელი რომ გამხდარიყო.

მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა დაინახეს, რომ მისი ინტერესები ამ გადაწყვეტილებით დაზარალდა, ფიფა-მ კი თავისი პარტნიორი ვერ დაიცვა. ამიტომ, საერთაშორისო მედიის ცნობით, „ბუდვაიზერმა“ გადაწყვიტა უჩივლოს ფიფა-ს დაკარგული მოგების გამო, რადგან მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე მიიღეს.

როგორც ითქვა, კატარში მოხმარებისთვის განკუთვნილი ლუდი არ გაიგზავნება, რადგან „ბუდვაიზერი“ შესთავაზებს მას მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ქვეყანას. ლუდის ღირებულება 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ანუ საუბარია მილიონობით ლიტრ ლუდზე.