მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ტრისტან მოსახლიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ტრისტან მოსახლიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ტრისტან მოსახლიშვილმა (90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან ლიბანის სახელით გამომსვლელი ჩეჩენი საგაიპოვი დაამარცხა. 90კგ-ში მსოფლიო ჩემპიონი კი იაპონელი ტაჯიმა გახდა, რომელმაც ფინალში სერბ მაიდოვს სძლია.

მსოფლიო პირველობაზე დღეს ერთი ქართველი ძიუდოისტი – 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ასპარეზობდა. ტურნირის პირველ წრეში იგი არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა დღე უმედლოდ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.