მსოფლიო ჩემპიონატი 2027 | ესპანეთი შინ პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საინტერესოდ დაიწყო საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი. ჩვენთვის საინტერესო I ჯგუფია, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.
სხვა ფავორიტებმა კი საკუთარი მატჩები ვერ მოიგეს. საბერძნეთმა უკრაინასთან ლატვიაში დათმო (76:82), ხოლო ესპანეთი შინ პორტუგალიასთან დამარცხდა (89:95).
I ჯგუფი
საქართველო-მონტენეგრო 101:74 (27:17, 21:25, 29:25, 24:7)
ს: შენგელია (24+7 მოხსნა), ბითაძე (23+8 მოხსნა), მამუკელაშვილი (17+7 მოხსნა+6 პასი), რიდი (12+8 პასი+5 ჩაჭრა).
მ: ფერელი (12), დრობნიაკი (11), კლიაიჩი (11).
უკრაინა-საბერძნეთი 82:76 (24:19, 16:18, 24:22, 18:17)
უ: კოვლიარი (18), შულგა (14), მიხალიუკი (13), ვოინალოვიჩი (11).
ს: კალატესი (17+8 პასი), დორსი (16), მიტოგლუ (13).
ესპანეთი-პორტუგალია 89:95 (14:21, 27:26, 30:24, 18:24)
ე: ბრისუელა (19+5 პასი). კარდენასი (18), პარა (17), მარა (12).
პ: უილიამსი (22), ვენტურა (19), კეტა (16+9 მოხსნა), პრეი (15), ლისბოა (11).
| თ | მ | წ | სხ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 7 | 5 | 2 | +93 | 12 |
| 2. უკრაინა | 7 | 5 | 2 | +51 | 12 |
| 3. პორტუგალია | 7 | 4 | 3 | +42 | 11 |
| 4. საქართველო | 7 | 4 | 3 | +15 | 11 |
| 5. მონტენეგრო | 7 | 4 | 3 | -50 | 11 |
| 6. საბერძნეთი | 7 | 3 | 4 | +19 | 10 |
მომდევნო ტური. 31 აგვისტო
საბერძნეთი-ესპანეთი
პორტუგალია-საქართველო
მონტენეგრო-უკრაინა
J ჯგუფი
თურქეთი-ლიეტუვა 94:66 (27:13, 28:21, 20:13, 19:19)
თ: ოსმანი (22), იურთსევენი (17), ჰაზერი (10+6 პასი).
ლ: ოლისევიჩუსი (11), იოგელა (10), მარჩიულონისი (10). ბლაჟევიჩი (9+14 მოხსნა).
სერბეთი-ისლანდია 102:73 (25:27, 27:15, 18:19, 32:12)
ს: ტანასკოვიჩი (23), იოვიჩი (21), გუდურიჩი (17+6 პასი), დანგუბისი (10), მილუტინოვი (10+7 მოხსნა), იოკიჩი (6+13 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ფრედრიკსონი (19), ჰერმანსონი (18), ჰლინასონი (14), გუდმუნდსონი (8+10 მოხსნა).
ბოსნია-იტალია 78:76 (18:17, 16:10, 24:27, 20:22)
ბ: ნურკიჩი (25+14 მოხსნა), კამენიასი (13+8 მოხსნა), ალიბეგოვიჩი (12), გარზა (10+7 მოხსნა).
ი: ფონტეკიო (14), მანიონი (14+6 პასი).
| თ | მ | წ | სხ | ქ | |
| 1. თურქეთი | 7 | 7 | 0 | +117 | 14 |
| 2. იტალია | 7 | 5 | 2 | +61 | 12 |
| 3. სერბეთი | 7 | 5 | 2 | +60 | 12 |
| 4. ლიეტუვა | 7 | 3 | 4 | +5 | 10 |
| 5. ისლანდია | 7 | 3 | 4 | -63 | 10 |
| 6. ბოსნია | 7 | 3 | 4 | +13 | 10 |
მომდევნო ტური. 31 აგვისტო
ლიეტუვა-ბოსნია
იტალია-სერბეთი
ისლანდია-თურქეთი