მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ვის რა სჭირდება მესამე ტურში, F ჯგუფი #1TVSPORT
III ტური. 26 ივნისი
03:00 ტუნისი-ნიდერლანდები
03:00 იაპონია-შვედეთი
* ნიდერლანდები (100% პროცენტი პლეი ოფში გასვლა Opta-სგან) – ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ ფაქტობრივად პლეი ოფში არიან. პირველი ადგილისთვის არ უნდა აჩვენონ იაპონიაზე ცუდი შედეგი. წაგების შემთხვევაში პირველები ნამდვილად ვერ გახდებიან.
* იაპონია (100%) – თუ არ წააგებენ შვედეთთან – მინიმუმ მეორეები იქნებიან. ჯგუფის მოსაგებად ნიდერლანდებზე უკეთ უნდა ითამაშონ – უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოიგონ, უფრო შედეგიანი ფრე უნდა ითამაშონ.
* შვედეთი (93%) – მხოლოდ მოგება აიყვანს მესამე ადგილზე მაღლა. ფრეს შემთხვევაში გასვლის კარგი შანსი ექნება ოთხი ქულით. პირველი ადგილის შანსი ექნება იაპონიის დამარცხებისა და ნიდერლანდების ქულების დაკარგვის შემთხვევაში.
* ტუნისი – ვადაზე ადრე მეოთხეზე გავიდნენ.
ვისზე გადიან
ჯგუფის გამარჯვებული შეხვდება C ჯგუფის მეორეადგილოსანს (მაროკო), მეორეადგილოსანი – C ჯგუფის გამარჯვებულს (ბრაზილია), მესამეადგილოსანი – მექსიკას, აშშ-ს, B ჯგუფის გამარჯვებულს (შვეიცარია), E ჯგუფის გამარჯვებულს (გერმანია) ან I ჯგუფის გამარჯვებულს (საფრანგეთი, მექსიკა).
კრიტერიუმები ქულების თანაფარდობისას
პირადი შეხვედრები, ბურთების შეფარდება, გოლების რაოდენობა, საჯარიმო ქულების ნაკლები ჯამი (1 – ყვითელი ბარათისთვის, 3 – არაპირდაპირი წითელისთვის, 4 – პირდაპირი წითელისთვის, 5 – ყვითელი და პირდაპირი წითელისთვის) და ფიფა-ს რეიტინგი.