მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ვის რა სჭირდება მე-3 ტურში, E ჯგუფი #1TVSPORT

08:26, 25.06.2026

III ტური. 26 ივნისი

00:00 ეკვადორი-გერმანია

00:00 კურასაო-კოტ დ’ივუარი

E ჯგუფი
ბშ
  • 1
    გერმანია გერმანია
    2
    2
    0
    0
    7
    6
  • 2
    კოტ დ'ივუარი კოტ დ'ივუარი
    2
    1
    0
    1
    0
    3
  • 3
    ეკვადორი ეკვადორი
    2
    0
    1
    1
    -1
    2
  • 4
    კურასაო კურასაო
    2
    0
    1
    1
    -6
    1

* გერმანია – ორი ტურის შემდეგ გაინაღდა პირველი ადგილი;

* კოტ დ’ივუარი (93 პროცენტი პლეი ოფში გასვლა Opta-სგან) – მეორე ადგილისთვის ფრე ეყიფა. გავარდება კურასაოსთან წაგებისა და ეკვადორის გერმანიაზე გამარჯვების შემთხვევაში.

* ეკვადორი (29%) – გერმანიის დამარცხება ნამდვილად გაიყვანს პლეი ოფში თუნდაც მესამე ადგილიდან. ფრეს შემთხვევაში ორ ქულას დააგროვებს და შანსები მინიმალური იქნება.

* კურასაო (17%) – პლეი ოფისთვის საჭიროა კოტ დ’ივუარის დამარცხება – ამ შემთხვევაში თითქმის გარანტირებულად გავლენ მეორე ადგილზე, თუმცა ოთხი ქულით მესამე ადგილიდანაც მოხვდებიან 1/16 ფინალში. ვერმოგება გავარდნას ნიშნავს.

 

ვისზე გადიან

გერმანია შეხვდება მესამე გუნდს A/B/C/D/F ჯგუფებიდან (დამოკიდებულია მესამე ადგილების ცხრილზე), მეორეადგილოსანი – I ჯგუფის მეორე გუნდს (საფრანგეთი, ნორვეგია), მესამეადგილოსანი – მექსიკას, აშშ-ს, B ჯგუფის გამარჯვებულს (შვეიცარია) ან K ჯგუფის გამარჯვებულს (პორტუგალია, კოლუმბია).

 

კრიტერიუმები ქულების თანაფარდობისას

პირადი შეხვედრები, ბურთების შეფარდება, გოლების რაოდენობა, საჯარიმო ქულების ნაკლები ჯამი (1 – ყვითელი ბარათისთვის, 3 – არაპირდაპირი წითელისთვის, 4 – პირდაპირი წითელისთვის, 5 – ყვითელი და პირდაპირი წითელისთვის) და ფიფა-ს რეიტინგი.

მსგავსი