მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ვის რა სჭირდება მე-3 ტურში, D ჯგუფი #1TVSPORT
III ტური. 26 ივნისი
06:00 პარაგვაი-ავსტრალია
06:00 თურქეთი-აშშ
* აშშ – ორი ტურის შემდეგ გაინაღდა პირველი ადგილი;
* ავსტრალია (93 პროცენტი პლეი ოფში გასვლა Opta-სგან) – თუ არ წააგებს პარაგვაისთან, მეორე ადგილზე დარჩება. წაგების შემთხვევაში მესამე ადგილს დაიკავებს სამი ქულით და დაელოდება მესამეადგილოსნების ცხრილის საბოლოო დაკომპლექტებას.
* პარაგვაი (90%) – გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გავა, სხვა ნებისმიერი შედეგით – მესამეზე.
* თურქეთი – ვადაზე ადრე მეოთხეზე გავიდნენ.
ვისზე გადიან
აშშ შეხვდება მესამე გუნდს B/E/F/I/J ჯგუფებიდან (დამოკიდებულია მესამე ადგილების ცხრილზე), მეორეადგილოსანი – G ჯგუფის მეორე გუნდს (იქ არიან ეგვიპტე და ბელგია, მესამეადგილოსანი – Е ჯგუფის გამარჯვებულს (გერმანია), I ჯგუფის გამარჯვებულს (საფრანგეთი, ნორვეგია) ან K ჯგუფის გამარჯვებულს (პორტუგალია, კოლუმბია.
კრიტერიუმები ქულების თანაფარდობისას
პირადი შეხვედრები, ბურთების შეფარდება, გოლების რაოდენობა, საჯარიმო ქულების ნაკლები ჯამი (1 – ყვითელი ბარათისთვის, 3 – არაპირდაპირი წითელისთვის, 4 – პირდაპირი წითელისთვის, 5 – ყვითელი და პირდაპირი წითელისთვის) და ფიფა-ს რეიტინგი.