მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ვის რა სჭირდება მე-3 ტურში, B ჯგუფი #1TVSPORT
III ტური. 24 ივნისი
23:00 შვეიცარია-კანადა
23:00 ბოსნია-ყატარი
* კანადა (100% პროცენტი პლეი ოფში გასვლა Opta-სგან) – ჯერ არ გასულან ოფიციალურად, მაგრამ ეჭვი არ არსებობს. იმისთვის, რომ პირველები დარჩნენ, საკმარისია არ წააგონ.
* შვეიცარია (100%) – კანადასთან მოგება უზრუნველყოფს პირველ ადგილს, ფრე – მეორეს. წაგების შემთხვევაში, არის მესამე ადგილის მინიმალური ალბათობა.
* ბოსნია (69%) – მოგება ყატარზე საჭიროა მესამე ადგილზე გასასვლელად. სხვა ნებისმიერი შედეგი ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს, რადგან დარჩება ორი ქულა და ცუდი სხვაობა.
* ყატარი (14%) – მოგებამ ბოსნიაზე შეიძლება გაიყვანოს მესამე ადგილიდან. ნებისმიერი სხვა შედეგი ბოლო ადგილზე დატოვებს.
ვისზე გადიან
ჯგუფის გამარჯვებული შეხვდება მესამე გუნდს E/F/G/I/J ჯგუფებიდან (დამოკიდებულია მესამე ადგილების ცხრილზე), მეორეადგილოსანი – A ჯგუფის მეორე გუნდს, მესამეადგილოსანი – Е ჯგუფის გამარჯვებულს (გერმანია) ან აშშ-ს.
კრიტერიუმები ქულების თანაფარდობისას
პირადი შეხვედრები, ბურთების შეფარდება, გოლების რაოდენობა, საჯარიმო ქულების ნაკლები ჯამი (1 – ყვითელი ბარათისთვის, 3 – არაპირდაპირი წითელისთვის, 4 – პირდაპირი წითელისთვის, 5 – ყვითელი და პირდაპირი წითელისთვის) და ფიფა-ს რეიტინგი.