მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ვის რა სჭირდება მე-3 ტურში, A ჯგუფი #1TVSPORT
III ტური. 25 ივნისი
05:00 ს. აფრიკა-ს. კორეა
05:00 ჩეხეთი-მექსიკა
* მექსიკა – ორი ტურის შემდეგ გაინაღდა პირველი ადგილი;
* კორეა (92% პროცენტი პლეი ოფში გასვლა Opta-სგან) – თუ არ წააგებს, გავა მეორე ადგილიდან. წაგების შემთხვევაში საჭიროა, რომ ჩეხებმა არ მოიგონ მექსიკასთან – მაშინ თითქმის 100 პროცენტით გავლენ მესამე ადგილიდან.
* ჩეხეთი (31%) – საჭიროა მექსიკის დამარცხება – ამ შემთხვევაში იქნებიან მეორე ან მესამე ადგილზე – ეს დამოკიდებულია კორეისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაზე. ფრის შემთხვევაში თითქმის არარეალურია ორი ქულით გასვლა და არის მეოთხე ადგილის დაკავების ალბათობა.
* სამხრეთ აფრიკა (19%) – კორეაზე გამარჯვება გაიყვანს მინიმუმ მესამე ადგილზე, ხოლო ჩეხების ქულების დაკარგვის შემთხვევაში – მეორეზე. ფრე თითქმის გარანტირებულად ნიშნავს ჯგუფში ჩარჩენას.
ვისზე გადიან
მექსიკა 1/16 ფინალში შეხვდება მესამე გუნდს C/E/F/H/I ჯგუფებიდან (დამოკიდებულია მესამე ადგილების ცხრილზე), მეორეადგილოსანი – B ჯგუფის მეორე გუნდს (იქ არიან კანადა და შვეიცარია), მესამეადგილოსანი – Е ჯგუფის (იქ არიან გერმანია და კოტ დ’ივუარი) ან G ჯგუფის (ეგვიპტე და ბელგია) გამარჯვებულებს.
კრიტერიუმები ქულების თანაფარდობისას
პირადი შეხვედრები, ბურთების შეფარდება, გოლების რაოდენობა, საჯარიმო ქულების ნაკლები ჯამი (1 – ყვითელი ბარათისთვის, 3 – არაპირდაპირი წითელისთვის, 4 – პირდაპირი წითელისთვის, 5 – ყვითელი და პირდაპირი წითელისთვის) და ფიფა-ს რეიტინგი.