მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | თომას ტუხელი – ნახევარფინალში გავედით, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ #1TVSPORT

05:05, 12.07.2026

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა და მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ნორვეგიასთან დამატებით დროში მოგებული (2:1) მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა შეაფასეს.

ბრიტანელებმა ბელინგემის დუბლით მოიგეს, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ დარჩა.

„მიზანს ხასიათისა და შეუპოვრობის ხარჯზე მივაღწიეთ. მაშინაც კი, როცა ჩვენი ჩანაფიქრი არ მუშაობდა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ძალიან ვამაყობ, ეს მთელი გუნდის გამარჯვება იყო“, – თვა ჯუდ ბელინგემმა.

„ძალიან გავირთულეთ ცხოვრება. შედეგი ფანტასტიკურია – ნახევარფინალში გავედით, მაგრამ დღეს ძალიან გაგვიმართლა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ნახევარფინალში უკეთესი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოოთ“, – ეს კი თომას ტუხელის სიტყვებია.

ინგლისი ნახევარფინალში 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე, არგენტინასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი