მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი - ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი - ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უგო ბროოსმა ჩეხეთთან მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ გვიყვარს კარგი ფეხბურთი, აგრესიულები ვიყავით და რეალურ საგოლე მომენტებს ვქმნიდით. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ დღევანდელი თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ – ჩეხეთის ძლიერ ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ.

სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ახლა ისღა დაგვრჩენია, სამხრეთ კორეასთან მატჩი მოვიგოთ, რაც ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც ჩეხებთან, ეს შესაძლებელი იქნება“.

ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩში ჩეხები მიხალ სადილეკის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, ტებოჰო მოკოენამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ტურნირზე პირველი ქულა მოუტანა.