მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

03:08, 05.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაის 1:0 სძლია და მეოთხედფინალში ითამაშებს.

სამხრეთამერიკელები თითქმის 70 წუთი შეძლებისდაგვარად იცავდნენ თავს და ფრანგებს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ ამ მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა ფრანგებმა „კერკეტი კაკალი“ ბოლოს მაინც გატეხეს, რაშიც დიდი წვლილი დეზირე დუეს მიუძღვის, რომელიც საჯარიმოში რამდენიმე მცველს გასცდა და წესების დარღვევით შეაჩერეს.

ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ პარაგვაელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ ზუსტად დაარტყა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-19 გოლი გაიტანა.

მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება – მატჩი 9 ივლისს, 23:59 საათზე დაიწყება.

მსგავსი