მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

02:45, 07.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან წაგების (0:1) შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა – ესპანელი სპეციალისტის კომენტარს გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.

„ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. პორტუგალიის ნაკრებში მუშაობის დაწყებისას მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო და ვფიქრობ, მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და დირექტორთა საბჭოს შესაძლებლობა აქვთ, ახალი მწვრთნელი თავისუფლად შეარჩიონ. ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის მხარს გვიჭერდა მუშაობაში, მაგრამ ჩემი კონტრაქტი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს ამოიწურა“.

რობერტმა მარტინესმა პორტუგალისს ნაკრები 2023 წელს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2025 წელს ერთა ლიგა მოიგო.

გამოცემა „ა-ბოლას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ჟოზე ჟეზუშია, რომელმაც „ალ ნასრის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

მსგავსი