მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ნორვეგიის ნაკრებმა კოტ დ’ივუარი დაამარცხა და მერვედფინალში ბრაზილიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ ეტაპზე კოტ დ’ივუარი დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე ანტონიო ნუსამ შორეული დარტყმით გახსნა და ნორვეგია დააწინაურა.
მეორე ტაიმში აფრიკული ნაკრები ძალიან გააქტიურდა და სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ამად დიალომ ულამაზესი გოლით მატჩის 74-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ინიციატივა კვლავ ნორვეგიელთა მხარეს გადავიდა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე ერლინგ ბრაუტ ჰალანდმა გაიტანა.
„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელისთვის ეს გოლი მიმდინარე მუნდიალზე მეხუთე იყო, ხოლო ბოლო 13 სანაკრებო შეხვედრაში მას 25 გოლი დაუგროვდა.
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 6 ივლისს ნიუ ჯერსიში შედგება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებს ნორვეგიელები აქამდე ისტორიაში არ დაუმარცხებია.