მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მიკელ მერინო – ჩემპიონობამდე ორი მატჩი გვაშორებს და იმედია, მიზანს მივაღწევთ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიასთან მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ მერინომ და მთავარმა მწვრთნელმა, ლუს დე ლა ფუენტემ მატჩი შეაფასეს.
მერინომ გადამწყვეტი გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრის ბოლო წუთებზე გაიტანა – ჯერ პორტუგალისთან, ახლა ბელგიასთან და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
მიკელ მერინო – „აღფრთოვანებული ვარ, მეეჭვება, ასეთი რამ კიდევ განმეორდეს. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე ორი მატჩი გვაშორებს, ეს ოცნების ახდენაა და იმედია, ამას მივაღწევთ. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში შენი ქვეყნისთვის სიხარულის მინიჭების შესაძლებლობა საამაყოა. ნახევარფინალში ძლიერი მეტოქე გვეყოლება – საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ“.
ლუის დე ლა ფუენტე – „ხასიათი გამოვავლინეთ, დიდი პატივია ასეთი გუნდის მწვრთნელობა, რომელიც მუდამ სწრულყოფისკენ ისწრაფვის. უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია საფრანგეთის დამარცხება, ამისათვის ბევრს ვიმუშავებთ. ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ფრანგებს ორჯერ მოუგო – ნახევარფინალში ერთმანეთს ორი შესანიშნავი გუნდი შეხვდება და ძლიერი გაიმარჯვებს“.