მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მექსიკისა და კანადის სტადიონები, რომლებიც თამაშებს უმასპინძლებენ - „აცტეკა“ მუნდიალების ისტორიაში ერთადერთია, სადაც ორი ფინალი ჩატარდა #1TVSPORT
11 ივნისს 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. ასევე მუნდიალების ისტორიაში პირველად, ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს.
თამაშები 16 ქალაქში გაიმართება. მათგან 11 შეერთებულ შტატებშია, სამი – მექსიკაში და ორი – კანადაში. საინტერესოა, რომ ცხრა ამერიკული სტადიონიდან, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ამჟამად სიაში არცერთი აღარაა, ხოლო 16 სტადიონიდან მხოლოდ ერთია, რომელსაც მთავრი საფეხბურთო ტურნირის მატჩებისთვის უმასპინძლია.
გაგაცნობთ მექსიკისა და კანადის სტადიონებს, სადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება.

გვადალუპე – „მონტერეი სთედიუმი“
ტევადობა: 53 500 მაყურებელი
სტადიონი 2015 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მექსიკის ხუთგზის ჩემპიონის, „მონტერეის“ საშინაო არენა გახდა. მისი მშენებლობა 200 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მას ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებულ სტადიონად აქცევს.
სტადიონი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მატჩებს უმასპინძლებს:
15 ივნისი, F ჯგუფი
06:00 – შვედეთი – ტუნისი
21 ივნისი, F ჯგუფი
08:00 – ტუნისი – იაპონია
25 ივნისი, A ჯგუფი
05:00 – სამხრეთ აფრიკა – სამხრეთ კორეა
30 ივნისი, 1/16-ე ფინალი
05:00 – პირველი ადგილი (F) – მეორე ადგილი (C)

საპოპანი, სტადიონი „აკრონი“
ტევადობა: 52 000 მაყურებელი
„აკრონი“ 2004 წელს გაიხსნა. თუმცა მშენებლობის დასრულებისას პრობლემები შეექმნა და, ფაქტობრივად, მხოლოდ 2010 წელს ჩაიბარეს. მშენებლობა დაახლოებით 180 მილიონი დოლარი დაჯდა. ამჟამად ის მექსიკის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, „გვადალახარას“ საშინაო არენაა.
სტადიონი შემდეგ მატჩებს უმასპინძლებს:
12 ივნისი, A ჯგუფი
06:00 – სამხრეთ კორეა – ჩეხეთი
19 ივნისი, A ჯგუფი
05:00 – მექსიკა – სამხრეთ კორეა
24 ივნისი, K ჯგუფი
06:00 – კოლუმბია – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
27 ივნისი, H ჯგუფი
04:00 – ურუგვაი – ესპანეთი

მეხიკო, სტადიონი „აცტეკა“
ტევადობა: 93 000
„აცტეკაზე“ საშინაო მატჩებს მექსიკის ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბი „ამერიკა“ მართავს. პირველი სტადიონია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალს უმასპინძლა: 1970 წელს ბრაზილია – იტალია 4:1 და 1986 წელს არგენტინა – გფრ 3:2. სწორედ ამ სტადიონზე გაიტანა დიეგო მარადონამ ლეგენდარული გოლი ინგლისის ნაკრებთან მეოთხედფინალურ მატჩში, რომლითაც არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.
„აცტეკა“ მდიდარი ისტორიის მქონე სტადიონია. მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1966 წელს დასრულდა. მას შემდეგ ხუთჯერ განაახლეს, ბოლოს – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
სტადიონი შემდეგ მატჩებს უმასპინძლებს:
11 ივნისი, A ჯგუფი
23:00 – მექსიკა – სამხრეთ აფრიკა
18 ივნისი, K ჯგუფი
06:00 – უზბეკეთი – კოლუმბია
24 ივნისი, A ჯგუფი
05:00 – ჩეხეთი – მექსიკა
1 ივლისი, 1/16-ფინალი
05:00 – პირველი ადგილი (A) – მესამე ადგილი (C/E/F/H/I)
5 ივლისი, 1/8-ფინალი

ტორონტო, „ტორონტო სთედიუმი“
ტევადობა: 45 000
სტადიონის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო, ოფიციალურად 2007 წლის აპრილში დასრულდა და 63 მილიონი კანადური დოლარი დაჯდა, თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტევადობა გაზარდეს და და ამჟამად 48 000 მაყურებელს იტევს, მანამდე კი 28 000-ზე იყო გათვლილი.
ტორონტოს არენამ 2007 წელს უმასპინძლა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს, მათ შორის ფინალს, რომელშიც არგენტინამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. ამ სტადიონზე 2014 წელს 20-წლამდელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ჩატარდა.
სტადიონი შემდეგ მატჩებს უმასპინძლებს:
12 ივნისი, B ჯგუფი
23:00 – კანადა – ბოსნია და ჰერცეგოვინა
18 ივნისი, L ჯგუფი
03:00 – განა – პანამა
20 ივნისი, E ჯგუფი
23:59 – გერმანია – კოტ დ’ივუარი
24 ივნისი, L ჯგუფი
03:00 პანამა – ხორვატია
26 ივნისი, I ჯგუფი
23:00 – სენეგალი – ერაყი
3 ივლისი, 1/16-ფინალი
03:00 – მე-2 ადგილი (K) – მე-2 ადგილი (L)