მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მბაპემ მუნდიალებზე მე-14 გოლი გაიტანა - საფრანგეთმა სენეგალი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე I ჯგუფის მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და სენეგალის ნაკრებები დაუპირისპირდნენ – შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა 3:1 მოიგო.

პირველ ტაიმში გოლის გატანასთან უფრო ახლოს სენეგალის ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ისმაილა სარის დარტყმული ბურთი კარს ასცდა. საფრანგეთის ნაკრებს კი, მცირე სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მეტოქის კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია – ფრანგებს სენეგალელთა კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ და და პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საფრანგეთმა ტემპს მოუმატა, სახიფათო მომენტებიც შექმნა და სამი გოლი გაიტანა.

კილიან მბაპემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრებში გატანილი 58 გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე გადავიდა (აქამდე საუკეთესო ოლივიე ჟირუ იყო 57 გოლით). მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ეს მისი მე-14 გოლია და ამ მაჩვენებლით ჟიუსტ ფონტენს, პელესა და ლიონელ მესის გაასწრო, ხოლო გერდ მიულერს გაუთანაბრდა. ფრანგების მესამე გოლის ბრედლი ბარკოლას ანგრიშზეა.

სენეგალმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, საბოლოოდ კი ფრანგებმა მუნდიალი მოგებით დაიწყეს და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს.