მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მაურიციო პოჩეტინო - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გავახარეთ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მაურიციო პოჩეტინო - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გავახარეთ #1TVSPORT

აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან მეორე მატჩიც მოიგო (2:0) და პლეიოფში გასვლა გაინაღდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო პოჩეტინომ თამაში შეაფასა.

„როდესაც დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, ვიფიქრე, რომ ავსტრალიასთან რთული მატჩი გვექნებოდა. ვფიქრობ, ფანტასტიკურად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პირველი ტაიმში. მთლიანობაში, მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

ტონი პოპოვიჩი, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი – „არ ვიცი, რას დავაბრალო ჩვენი სუსტი თამაში. მეტოქე უფრო სწრაფად თამაშობდა, უფრო ძლიერები იყვნენ, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგეს, ორი გოლი გავუშვით და საბოლოოდ, ამერიკის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო“.

ფოლარინ ბალოგუნი, აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელი: „გვინდოდა, როგორც პარაგვაისთან, გოლი ახლაც დასაწყისშივე გაგვეტანა, რაც მოვახერხეთ და ამან თამაში ბევრად გაგვიმარტივა. ახლა დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ და მესამე ტირში თურქეთთანაც მოსაგებად ვითამაშებთ. მნიშვნელოვანია, რომ თავმდაბლები დავრჩეთ და დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივაღწევთ“.