მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მაროკოს ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მაროკოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპოინატის ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა, რომელიც 70-ე წამზე მაროკოელმა ისმაილ საიბარიმ გაიტანა – ისევე როგორც პირველ ტურში, მას ასისტენტობა ამჯერადაც ბრაიმ დიასმა გაუწია.
პირველ ტაიმში მაროკოელები უპირატესობის გაზრდას შეეცადნენ, მაგრამ საპასუხოდ შოტლანდიელებმაც შეძლეს რამდენიმე მომენტის შექმნა, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევარის დასაწისში საიბარს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.
შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი, სტივ კლარკი შეცვლებით შეეცადა თამაშის გადარჩენას, მისმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ მაროკომ თავი კარგად დაიცვა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ორი ტურის შემდეგ მაროკოს ნაკრებს ოთხი ქულა და პლეიოფში გასვლის კარგი შანსი აქვს – ბოლო ტურში აფრიკელები ჯგუფის აუტსაიდერ ჰაიტის ნაკრებს ეთამაშებიან.
C ჯგუფი – მესამე ტურის მატჩები:
25 ივნისი, 02:00 | შოტლანდია – ბრაზილია
26 ივნისი, 02:00 | მაროკო – ჰაიტი