მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მაროკოს ნაკრების მწვრთნელი – კანადამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ჩვენ სივრცეები გამოვიყენეთ და მოვიგეთ #1TVSPORT

01:59, 05.07.2026

„კანადასთან მოგება მეორე ტაიმში სივრცის გამოყენებით შევძელით“, – ასე ახსნა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოჰამედ უაბიმ.

„ძალიან კმაყოფილები ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში რთული თამაშებია, სადაც გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან. მეორე ტაიმში ორთაბრძოლებს ხშირად ვიგებდით, უნდა ვაღიარო, რომ კანადამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა – მათ მაღალ დონეზე ითამაშეს. ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით იმ სივრცეების გამოყენება, რომელიც მეტოქის დაცვაში შეიქმნა. ეს იყო მთავარი“, – თქვა მოჰამედ უაბიმ.

აზედინ ოუნაჰი, მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი: „ძალიან მიხარია, რომ დუბლი შევასრულე. ჩვენთვის ადვილი თამაში არ იყო. ვნახეთ, კანადამ როგორ შეგვიქმნა პრობლემები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მუნდიალზე ადვილი თამაშები არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით“.

მსგავსი