მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ლუის დე ლა ფუენტე – საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა დაამარცხა #1TVSPORT

11:21, 15.07.2026

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის დამარცხებაზე (2:0), რომელმაც გუნდს საშუალება მისცა, ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულიყო.

„თითქმის ოთხი წლის წინ კონკრეტული იდეით ახალი გუნდის შენება დავიწყეთ, რომლის ერთგულები დავრჩით და ფინალამდე სწორედ ამან მიგვიყვანა. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს დავუპირისპირდით, მაგრამ მათ წინაშე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იდგა – ესაა განსხვავება.

ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს იმსახურებენ, ყველა თამაშში ავლენდნენ თავდადებას, სოლიდარობას, კეთილშობილებასა და ნიჭს. რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები რთულ საქმეს მარტივად აკეთებენ“.

მსგავსი