მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კარლო ანჩელოტი – იმედი მაქვს, წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ #1TVSPORT

11:52, 30.06.2026

კარლო ანჩელოტი იაპონიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში იაპონიასთან გამარჯვებით გახარებულია – ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰიუსტონის სტადიონზე მიღწეული წარმატების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ გუნდი კიდევ უფრო წინ წავა.

ბრაზილიას იაპონიასთან დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება გაბრიელ მარტინელის მიერ მატჩის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა.

„სიტყვები არ მყოფნის ამ დიდი სიხარულის გამოსახატად, როდესაც ბედნიერ გულშემატკივარს ვხედავ. უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი“, – თქვა მატჩის შემდეგ გაბრიელ მარტინელიმ.

კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „იაპონია ძალიან ორგანიზებული გუნდია ​და რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ მოთმინება არ დაგვიკარგავს, რადგან მოედანზეც და სათადარიგოთა სკამზეც დიდი რესურსი გვქონდა და მჯეროდა, რომ მოვიგებდით.

მეორე გოლი რომ არ გაგვეტანა, ნეიმარი დამატებით დროში შევიდოდა მოედანზე, არ მინდოდა შემადგენლობის შეცვლა, რადგან გუნდი კარგად თამაშობდა. იმედი მაქვს, წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ“.

მსგავსი