მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კაბო ვერდეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან ისტორიული ქულა მოიპოვა #1TVSPORT
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფი ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთისა და ტურნირის დებიუტანტის, კაბო ვერდეს შეხვედრით გაიხსნა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და აფრიკულმა ნაკრებმა ისტორიული ქულა მოიპოვა.
ესპანეთი მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს ცდილობდა, თუმცა კაბო ვერდეს ეროვნული გუნდი თავს საიმედოდ იცავდა. მეორე ტაიმში მოედანზე ესპანელთა მთავარი ვარსკვლავი ლამინ იამალიც გამოჩნდა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა.
ამავე ჯგუფში მოგვიანებით ითამაშებენ ურუგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდები. შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.