მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით დაიწყო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით დაიწყო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩეხებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს, მე-6 წუთზე ევროპული ნაკრები სადილეკმა დააწინაურა. ამის შემდეგ ჩეხეთის ნაკრები, ძირითადად, დაცვაზე გადაერთო, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა – სამხრეთ აფრიკამ ანგარიში 83-ე წუთზე მოკოენას ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა.
შედეგად, ორი ტურის შემდეგ ჩეხეთს და სამხრეთ აფრიკას თითო ქულა აქვთ. A ჯგუფში მოგვიანებით ითამაშებენ სამხრეთ კორეა და მექსიკა, რომელთაც პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვეს.